რინო ფაქტორი

რინო ფაქტორი

შემადგენლობა: ფუტკრის ცვილი, პროპოლისის ექსტრაქტი, ევკალიპტის, პიტნის, მიხაკის ზეთი.
კრემ „რინო–ფაქტორის“ მოქმედება ცხვირის ლორწოვანი გარსის მძლავრ რეფლექტორულ სტიმულაციაზე არის დაფუძნებული. ამის შედეგად მცირდება ზედმეტი ლორწოს სეკრეცია, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, აყუჩებს ტკივილს, ამაგრებს სისხლძარღვებს. ევკალიპტისა და პიტნის ზეთები უზრუნველყოფენ ანტიმიკრობულ, ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელ ეფექტს. პროპოლისის ექსტრაქტი ახდენს მკვეთრად გამოხატულ ბაქტერიოციდულ და ანტივირუსულ მოქმედებას.
თვისებები:

  • აქვს ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.
  • ახასიათებს ბუნებრივი ბაქტერიოციდული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
  • აუმჯობესებს ცხვირის, ცხვირხახის, ჰაიმორის ღრუების და შიდა ყურის სისხლის მიმოქცევას;
ჩვენებები:
  • სურდოს პროფილაქტიკა და მკურნალობა (კრემი წავისვათ ჰაიმორისა და შუბლის ღრუების პროექციაზე, აგრეთვე ცხვირის ლორწოვან გარსზე).
  • ალერგიული რინიტის დროს განვითარებული შეშუპების მოსახსნელად და ლორწოს შესამცირებლად.
  • თავის ტკივილი შაკიკის დროს (შევიზილოთ ბიოლოგიურად აქტიურ ზონებში);
გამოყენების წესი: ასანთის თავისოდენა წავისვათ ორივე ნესტოს ლორწოვან გარსზე 2–3–ჯერ დღეში (შეიძლება წინასწარ გაზავება „აპიბალზამ–2“–თან 1:2–თან თანაფარდობით). კრემის გამოყენება არ არის რეკომენდებული ზედიზედ 5 დღეზე მეტხანს. თუ 5 დღის განმავლობაში პრობლემა არ მოგვარდა, შევისვენოთ 2 დღე, ლორწოვანი მგრძნობელობის აღსადგენად, შემდეგ გავაგრძელოთ მკურნალობა.

We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Accept all Decline all Change preferences
Cookies